Telegram Group Search
đŸ‡·đŸ‡ș🇩đŸ‡Č🚚⛔რუსეთის ჀედერაáƒȘია სომჼურ ჼილს არ უჹვებს და რუსეთ-áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ სასაზჩვრო გამჹვებ áƒžáƒŁáƒœáƒ„áƒąáƒ–áƒ”, ზემო ლარსზე, ავჱომობილებს უკან აბრუნებს. - აáƒȘჼადებს სომჼეთის ეროვნული კრების დეპუჱაჱი, ჀრაჄáƒȘია „სომჼეთის“ წევრი გარნიკ დანიელიანი

მისი აზრით, საჱვირთო áƒ›áƒáƒœáƒ„áƒáƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გადაადგილებასთან დაკავჹირებული ეს პრობლემები სომჼეთის რუსეთისგან დაჹორებას და ჹეერთებულ ჹჱაჱებთან დააჼლოებას უკავჹირდება

🔮 სომჼეთი აჼლა გადის იმ გზას, რაáƒȘ სააკაჹვილმა უკვე გაგვაჱარა. თან ამათაáƒȘ რომ ზუსჱად ისე უკვირთ. ალლ-ქ ვემორჩილებით და რუსეთს რაჱომ არ მოსწონს და რეაგირებას რაჱომ აჼდენსო? Ⴠერადი რევოლუáƒȘიქ კლასიკური ნიმუჹია áƒ€áƒáƒšáƒ˜áƒœáƒ˜áƒáƒœáƒ˜áƒĄ მთავრობა. სააკაჹვილისა და უკრაინის მთავრობების ანალოგი.

#რუსეთი #სომჼეთი #ჼილი #ემბარგო

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
💯13đŸ€”5đŸ„Ž4😁1🌚1👀1
đŸ¶đŸ±đŸ§‘â€âš•ïžâ›” გამოვლენილი ჹეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენჱომ ოზურგეთის áƒȘჼოველთა áƒ—áƒáƒ•áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ€áƒ áƒ˜áƒĄ კლინიკას áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ áƒšáƒ”áƒŁáƒ©áƒ”áƒ áƒ - ნათჄვამია სააგენჱოს მიერ გავრáƒȘელებულ📜 განáƒȘჼადებაჹი

აჩნიჹნულის მიზეზი áƒ—áƒáƒ•áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ€áƒáƒ áƒšáƒ˜ ა჊მოჩენილი მთელი რიგი დარჩვევები გაჼდა, როგორიáƒȘაა: ჰიგიენური ნორმების დარჩვევა, ვადაგასული წამლების ა჊მოჩენა და სჼვა.

🔮 áƒ—áƒáƒ•áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ€áƒ áƒ˜áƒĄ კლინიკიდან ამოჩებულია საკვებისა და მედიკამენჱების ნიმუჹები ლაბორაჱორიული კვლევისთვის.

#ოზურგეთი #áƒȘáƒźáƒáƒ•áƒ”áƒšáƒ—áƒáƒ—áƒáƒ•áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ€áƒáƒ áƒ˜ #áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ #ლეჩერება #სააგენჱო

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
👍7đŸ€”5🌚3😱2
🇬đŸ‡ȘđŸ‡·đŸ‡ș🍉 2023 წლის ჹემდეგ პირველად განაჼლდა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒ“áƒáƒœ რუსეთჹი საზამთროს áƒ”áƒ„áƒĄáƒžáƒáƒ áƒąáƒ˜

რუსეთის კომპანიები ჱრადიáƒȘიულად Ⴤართველი áƒ€áƒ”áƒ áƒ›áƒ”áƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საზამთროს ივნისსა და ივლისჹი ყიდულობდნენ, მაგრამ 2022 წელს ჹესყიდვები ჹეწყვიჱეს. 2023 წელს მáƒȘირე მიწოდება იყო - მჼოლოდ 11,9 ათასი დოლარი, ჹემდეგ კი იმპორჱი ა჊არ განჼორáƒȘიელებულა.

მომარაგება წელს განაჼლდა და áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ˜áƒĄ ორი თვის განმავლობაჹი 455,6 ათასი დოლარი ჹეადგინა. ამასთან, ივლისჹი ჹესყიდვის მოáƒȘულობამ იმპორჱის ლეჩერებამდე არსებულ დონეს (415,8 ათასი დოლარი) მიაჩწია.

რუსეთის გარდა, ამ áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒĄ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒ“áƒáƒœ საზამთრო ასევე áƒšáƒ”áƒ˜áƒ«áƒ˜áƒœáƒ”áƒĄ

🇩đŸ‡Č áƒĄáƒáƒ›áƒźáƒ”თმა (232,6 ათასი დოლარი)

đŸ‡§đŸ‡Ÿ áƒ‘áƒ”áƒšáƒáƒ áƒŁáƒĄáƒ›áƒ (23,8 ათასი დოლარი)

🔮 áƒŁáƒœáƒ“ა აჩინიჹნოს რომ, რუსეთის მიერ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ საზამთროს იმპორჱის განაჼლების ჹედეგად, áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ საზამთროს áƒ”áƒ„áƒĄáƒžáƒáƒ áƒąáƒ˜áƒĄ მოáƒȘულობა 600%-ზე მეჱად გაიზარდა. ისევე როგორáƒȘ სჼვა áƒžáƒ áƒáƒ“áƒŁáƒ„áƒȘიაზე, საზამთროს ჹემთჼვევაჹიáƒȘ, მთავარი ჹემსყიáƒȘველი პოსჱსაბჭოთა Ⴤვეყნებია.

#áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ #საზამთრო #áƒ”áƒ„áƒĄáƒžáƒáƒ áƒąáƒ˜

✍ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ˜áƒŹáƒ”áƒ áƒ”áƒ— |
Telegram | Facebook
👏7👍4đŸ€4✍3❀1
đŸ‡ȘđŸ‡ș🇼đŸ‡čâš”ïžđŸ‡«đŸ‡·áƒ›áƒáƒ™áƒ áƒáƒœáƒ˜áƒĄ პოპულარობა ისჱორიულ მინიმუმზეა. - აáƒȘჼადებს იჱალიის ვიáƒȘე-პრემიერი მაჱეო სალვინი

იჱალიის ლქ მინისჱრის, სალვინის თჄმით, ბოლო მონაáƒȘემებით, áƒ€áƒ áƒáƒœáƒ’áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ 80% მოუთმენლად ელის მის წასვლას

🔮 ჹეგაჼსენებთ რომ, იჱალია-áƒĄáƒáƒ€áƒ áƒáƒœáƒ’áƒ”áƒ—áƒĄ ჹორის ურთიერთობის დაძაბვად ა დაპირისპირება, უკრაინაჹი ჯარების გაგზავნის ჹესაჼებ აზრთა სჼვაობამ გამოიწვია. მაკრონი მჼარს უჭერს იჱალიაჹი ჯარების გაგზავნას, რაქაáƒȘ სალვინი მკაáƒȘრად გამოეჼმაურა და განაáƒȘჼადა, რომ მაკრონს თუ ქურქ უკრაინაჹი ჯარების გაგზავნა, áƒšáƒ”áƒŁáƒ«áƒšáƒ˜áƒ თავად წავიდეს.

#იჱალია #áƒĄáƒáƒ€áƒ áƒáƒœáƒ’áƒ”áƒ—áƒ˜ #დაპირისპირება #უკრაინა

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
👍9✍3👌3❀1👏1
This media is not supported in your browser
VIEW IN TELEGRAM
đŸ‡ȘđŸ‡șđŸš·đŸ‡·đŸ‡șევრომაიდნის áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒ•áƒ˜áƒĄáƒąáƒ”áƒ‘áƒ˜ ამერიკის áƒ›áƒáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ”áƒĄ, ლუკ გარეჱს იმ მიზეზით დაესჼნენ თავს, რომ იქ რუქი ჹურიქჹი ეგონათ.

ადგილზე მყოჀმა პაჱრულმა ქიჹუაáƒȘია მალევე განმუჼჱა

ჹეგაჼსენებთ რომ, ეს არაა პირველი ჹემთჼვევა, როდესაáƒȘ სჼვა ეროვნების ადამიანი ევროაკაáƒȘუკებს რუქი ეგონათ და მას დაუპირისპირდნენ. აჄამდე ბრიჱანელ ჟურნალისჱსა და მის იჱალიელ ოპერაჱორს დაუპირისპირდნენ, რადგან იქ რუსები ეგონათ.

🔮 ამათ ყველგან რუსები როგორ ელანდებათ? აჹკარად ეჱყობათ, რომ ელენე ჼოჹჱარიას თანამბერძოლები არიან. ან áƒšáƒ”áƒĄáƒáƒ«áƒšáƒáƒ ჱრამპისჱი ეგონათ

#ევროაკაáƒȘუკები #ჹურიქჹი #დაპირისპირება #ამერიკელი #რუქი

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
đŸ€ź6đŸ€Ź4đŸ€Ą3👎2😡2😈1
🇬đŸ‡ȘđŸžïžđŸ”„đŸ§‘â€đŸš’ თუჹეთჹი ჹყიქ áƒźáƒáƒœáƒ«áƒáƒ áƒ˜ ლიკვიდირებულია

საგანგებო ქიჹუაáƒȘიების მართვის სამსაჼურის ინჀორმაáƒȘიით, თუჹეთჹი, წოვეთის ჼეობაჹი გაჩენილი áƒźáƒáƒœáƒ«áƒáƒ áƒ˜ ლიკვიდირებულია. áƒȘეáƒȘჼლის ჩაჄრობა áƒ›áƒ”áƒźáƒáƒœáƒ«áƒ áƒ”-მაჹველებმა გამთენიისას მოაჼერჼეს.ალპურ ზონაჹი, ბალაჼი იწვოდა. áƒźáƒáƒœáƒ«áƒ áƒ˜áƒĄ áƒ„áƒ áƒáƒ‘áƒ˜áƒĄ სამუჹაოები ყველა ჹესაბამისი სპეáƒȘაჩჭურვილობის საჹუალებით მიმდინარეობდა.
იმის გათვალისწინებით, რომ áƒźáƒáƒœáƒ«áƒáƒ áƒ˜ მძიმე áƒąáƒ”áƒ„áƒœáƒ˜áƒ™áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მიუვალ ადგილზე იყო, საჭირო გაჼდა სასაზჩვრო პოლიáƒȘიიქ áƒ•áƒ”áƒ áƒąáƒ›áƒ€áƒ áƒ”áƒœáƒ˜áƒĄ ჩართვა, რიქი დაჼმარებითაáƒȘ, áƒ›áƒ”áƒźáƒáƒœáƒ«áƒ áƒ” -მაჹველების áƒȘეáƒȘჼლის გავრáƒȘელების ადგილზე გადაყვანა რამდენიმე ეჱაპად განჼორáƒȘიელდა. საგანგებო ქიჹუაáƒȘიების მართვის სამსაჼურჹი გუჹინვე ითჄვა, რომ დასაჼლებულ áƒžáƒŁáƒœáƒ„áƒąáƒ—áƒáƒœ áƒźáƒáƒœáƒ«áƒ áƒ˜áƒĄ გავრáƒȘელების áƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒ” არ არსებობდა.

🔮 საბედნიეროდ áƒźáƒáƒœáƒ«áƒ áƒ˜áƒĄ ჹედეგად არავინ დაჹავებულა.

#თუჹეთი #áƒąáƒ§áƒ˜áƒĄáƒźáƒáƒœáƒ«áƒáƒ áƒ˜ #ლიკვიდაáƒȘია

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
🙏6👏4👍2đŸ€2
🇬đŸ‡Ș🏀đŸ‡ȘđŸ‡ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსჹი ჩაჀრინდა. áƒáƒšáƒ”áƒ„áƒĄáƒáƒœáƒ“áƒáƒ  áƒŻáƒ˜áƒ™áƒ˜áƒ©áƒ˜áƒĄ გუნდი ლიმასოლჹი áƒ©áƒ”áƒźáƒ”áƒ—áƒ˜áƒ“áƒáƒœ ჩავიდა, სადაáƒȘ ჹეკრების ბოლო ეჱაპი გაიარა.

ნაკრები ევრობასკეჱის C áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ áƒ›áƒáƒĄáƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒ”áƒš კვიპროსჹი 12 კალათბურთელით გაემგზავრა, გუნდს კაპიჱანი თორნიკე ჹენგელიაáƒȘ ჹეუერთდა. გულის არითმიის გამო მან მოსამზადებელ ეჱაპზე ამჼანაგური თამაჹები გამოჱოვა და კვლევებისთვის ესპანეთჹი გაემგზავრა. ჹენგელია ვარჯიჹს სპეáƒȘიალური პროგრამით დაიწყებს.

ჹეგაჼსენებთ რომ, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ 2025 წლის ევრობასკეჱზე ასპარეზობა ზედიზედ áƒ›áƒ”áƒ”áƒ„áƒ•áƒĄáƒ” იჄნება, რომელზეáƒȘ პირველ áƒ›áƒáƒąáƒ©áƒĄ 28 აგვისჱოს გამართავს და ესპანეთს დაუპირისპირდება. áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ˜ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ევროპის áƒ©áƒ”áƒ›áƒžáƒ˜áƒáƒœáƒáƒąáƒ˜áƒĄ ჹეჼვედრების პირდაპირ რეპორჱაჟებს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პირველი არჟი ჹემოგთავაზებთ.

🔮 áƒĄáƒŁáƒšáƒ˜áƒœáƒ€áƒ წარმაჱებას უსურვებს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ნაკრებს.

#კალათბურთი #ნაკრები #áƒ”áƒ•áƒ áƒáƒžáƒ˜áƒĄáƒ©áƒ”áƒ›áƒžáƒ˜áƒáƒœáƒáƒąáƒ˜

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
👏4🙏4🏆4👍3
đŸ‡ȘđŸ‡ș📊🇬đŸ‡Ș ევროკომისიამ პოზიჱიური მჹვიდობის 2024 წლის ანგარიჹის Ⴠარგლებლი, კარგად áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიონირებადი მთავრობის áƒ˜áƒœáƒ“áƒ”áƒ„áƒĄáƒ˜ გამოაჄვეყნა.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მთავრობა 38-ე ადგილზე გავიდა და áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒĄ 40 საუკეთესოს ჹორის მოჼვდა, უსწრებს ევროკავჹირის და ნაჱოს წევრ 10 áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒáƒĄ.
რეიჱინგჹი áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ პირველ ადგილზეა კავკასიასა და ჹავიზჩვისპირეთჹი, უსწრებს ევროკავჹირის ყველა კანდიდაჱ áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒáƒœáƒáƒĄ, ევროკავჹირის და ნაჱოს წევრ 10 áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒáƒĄ: იჱალიას, რუმინეთს, უნგრეთს, áƒĄáƒáƒ‘áƒ”áƒ áƒ«áƒœáƒ”áƒ—áƒĄ, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონჱენეგროს და áƒ—áƒŁáƒ áƒ„áƒ”áƒ—áƒĄ. კარგად áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიონირებადი მთავრობის რეიჱინგით ევროპაჹი Ⴠინეთი, დანია, ჹვეიáƒȘარია, ნორვეგია და ჹვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ჼუთეულჹი კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არიქ გამწესებული.

ევროკომისიის მიერ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒš ამ კვლევას ეკონომიკის და მჹვიდობის ინსჱიჱუჱი აწარმოებს. ანგარიჹი ეყრდნობა გაეროს, áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒ ბანკის, სავალუჱო áƒ€áƒáƒœáƒ“áƒ˜áƒĄ, სჼვა საერთაჹორისოდ აჩიარებული áƒĄáƒŁáƒ‘áƒ˜áƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ, გლობალური áƒšáƒ”áƒ›áƒ€áƒáƒĄáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ˜ ორგანიზაáƒȘიების áƒžáƒ áƒáƒ€áƒ˜áƒšáƒŁáƒ  კვლევებს და ანგარიჹგებებს.

🔮 ჱრადიáƒȘიად იჄáƒȘა უკვე ევროპული დისონანსი. áƒ”áƒ•áƒ áƒáƒĄáƒąáƒ áƒŁáƒ„áƒąáƒŁáƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ანგარიჹები და ევრობიუროკრაჱების ზეპირსიჱყვიერი გამოსვლები თუ რეზოლუáƒȘიები დიამეჱრალურად აáƒȘდენილია. ევრობიუროკრაჱები თავიანთ გამოსლვებჹი áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ჹესაჼებ áƒáƒžáƒáƒ™áƒáƒšáƒ˜áƒ€áƒĄáƒĄ ჼაჱავენ, რეზოლუáƒȘიებჹი პოლიჱკურ დევნაზე საუბრობენ და ნაáƒȘების áƒ’áƒáƒœáƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒáƒĄ ითჼოვენ, ჹემდეგ იგივე ევრობიუროკრაჱებია ჹეადგენენ და ჼელს მოაწერენ დემოკრაჱიის კუთჼით რომელიმე áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒ რეიჱინგის დოკუმენჱს და იქ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მოწინავე პოზიáƒȘიებზე ასაჼელებენ. სადაა აჄ ლოგიკა?

#ევროკომისია #რეიჱინგი #áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ #მოწინავე

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
💯9✍3đŸ€”3❀1
đŸ‡·đŸ‡șđŸ‡ș🇩 "2022 წლის აპრილჹი, სჱამბოლჹი, უკრაინული მჼარის მიერ ინიáƒȘიირებული მოლაპარაკებების დროს, ჩვენი სპეáƒȘიალური სამჼედრო ოპერაáƒȘიიქ დაწყებიდან ძალიან მალე, უკრაინის დელეგაáƒȘიამ წარმოადგინა პრინáƒȘიპების áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜ ჼელჹეკრულების მისაჩწევად, ომის დასრულების ჹესაჼებ ჹეთანჼმების მისაჩწევად. ორივე დელეგაáƒȘიამ ეს ჹეთანჼმება დაამჱკიáƒȘა", - განაáƒȘჼადა ლავროვმა.

მისი თჄმით, რაáƒȘ ჹეეჼება უკრაინის áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გარანჱიებს, 2022 წელს წარმოდგენილი გარანჱები áƒŁáƒ–áƒ áƒŁáƒœáƒ•áƒ”áƒšáƒ§áƒáƒ€áƒ“áƒ უკრაინის áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒáƒĄ, რომელიáƒȘ უნდა იყოს ნეიჱრალური, არ უნდა იყოს ალიანსჹი არáƒȘერთ სამჼედრო ბლოკთან და რომელიáƒȘ არ უნდა იყოს ბირთვული.

🔮 áƒ€áƒáƒ„áƒąáƒáƒ‘áƒ áƒ˜áƒ•áƒáƒ“ რუსეთის მოთჼოვნები უáƒȘვლელია. სჱამბოლის ჹეთანჼმება რომ არ ჩალლილიყო ბრიჱანეთის ჩარევით 2022 წელს, ომი არ დაიწყებოდა და ამჼელა ჱრაგედია არ მოჼდებოდა. ჀაჄჹია, რუსეთის მოთჼოვნები უáƒȘვლელია. თუ დასავლეთი რეალურადაა დაინჱერესებული მჹვიდობით, მაჹინ უკრაინას უნდა მისáƒȘეს ამ პირობების ჹესრულების áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ, წინააჩმდეგ ჹემთჼვევაჹი ომი კვლავ გაგრძელდება და დამჱკიáƒȘდება რომ დასავლეთის საუბარი მჹვიდობაზე Ⴠარქია.

#რუსეთი #უკრაინა #მოლაპარაკებები #სჱამბოლი #მოთჼოვნები

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
👍8💯5✍3❀2
🇬đŸ‡Ș🚇📅 მეჱროსადგური „ვარკეთილი“ ჼვალიდან მგზავრთა მიჩებას დაიწყებს, თუმáƒȘა, მიმდინარე სარეაბილიჱაáƒȘიო სამუჹაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს ჹეáƒȘვლილი სამუჹაო განრიგით მოემსაჼურება. - აჩნიჹნულ ინჀორმაáƒȘიაქ თბილისის მერია ავრáƒȘელებს.

🕖-🕚 áƒ“áƒ”áƒ“áƒáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ˜áƒĄ მერიის áƒȘნობით, სჱანდარჱული სამუჹაო განრიგისგან განსჼვავებით, მეჱროსადგური მუჹაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

🔮 რაáƒȘ ჹეეჼება სჼვა მეჱროსადგურებს, ისინი მგზავრებს áƒ©áƒ•áƒ”áƒŁáƒš რეჟიმჹი მოემსაჼურებიან.

#მეჱროსადგური #ვარკეთილი #მუჹაობა #განაჼლება

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
đŸ€”5👏4👀3👌2
🇬đŸ‡Ș📅 áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისჱო áƒŁáƒ„áƒ›áƒ” დჩედ გამოáƒȘჼადდა. - ამის ჹესაჼებ ინჀორმაáƒȘიაქ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მთავრობა ავრáƒȘელებს.

მათივე áƒȘნობით, დადგენილება, რომელსაáƒȘ ჼელს აწერს პრემიერ-მინისჱრი ირაკლი áƒ™áƒáƒ‘áƒáƒźáƒ˜áƒ«áƒ”, არ ვრáƒȘელდება áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ეროვნული ბანკის ზედამჼედველობას áƒ“áƒáƒ„áƒ•áƒ”áƒ›áƒ“áƒ”áƒ‘áƒáƒ áƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ პირების წინაჹე ჹესასრულებელ áƒ€áƒ˜áƒœáƒáƒœáƒĄáƒŁáƒ  ვალდებულებებზე.

📌 ამასთანავე, დადგენილება არ გავრáƒȘელდება სამსაჼურებსა და მოსამსაჼურეებზე, რომელთა áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიების ჹესრულება გადაუდებელ აუáƒȘილებლობას წარმოადგენს.

🔮 აჩნიჹნულის მიზეზი იქაა, რომ 28 აგვისჱო, მარიამობა ჼუთჹაბათია და ისედაáƒȘ áƒŁáƒ„áƒ›áƒ” დჩეა. ანუ, 29 პარასკევია და ჹემდეგ ჹაბათ-კვბირა მოყვება. ამიჱომ, მთავრობამ გადაწყვიჱა მიყოლებით 4 დჩე დაასვენოს ჼალჼი. ასეთი ჹემთჼვევა პირველად არ ჼდება,. როდესაáƒȘ რომელიმე დჩესასწაული ჼუთჹაბათ დჩეს ემთჼვევა, თუმáƒȘა, ამას áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მთავრობა იჹვიათ ჹემთჼვევებჹი აკეთებს, კარგ დასვენებას გისურვებთ.

#მთავრობა #29აგვისჱო #áƒŁáƒ„áƒ›áƒ”áƒ“áƒŠáƒ”

✍ გამოიწერეთ |
Telegram | Facebook
👍6✍3đŸ€3👏1
đŸ‡ș🇾đŸ“șđŸ“°đŸš· ,,თაჩლითური „ჟურნალისჱიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, მეჱიáƒȘ, იქ სამუდამოდ უნდა ჹეწყდეს”, â€“ ამის ჹესაჼებ ალლ-იქ პრეზიდენჱი დონალდ ჱრამპი📝 áƒĄáƒáƒȘიალურ áƒ„áƒĄáƒ”áƒšáƒšáƒ˜ წერს.

„რაჱომ არ იჼდიან ABC და NBC FAKE NEWS, áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒĄ ორი ყველაზე áƒȘუდი და áƒ›áƒ˜áƒ™áƒ”áƒ áƒ«áƒáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ ჱელეარჼი წელიწადჹი მილიონობით დოლარს ლიáƒȘენზიისთვის? მათ უნდა ჩამოერთვათ ლიáƒȘენზიები რესპუბლიკელების და/ან კონსერვაჱორების არასამართლიანი áƒ’áƒáƒšáƒŁáƒ„áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ, მაგრამ სულ მáƒȘირე, დიდი თანჼა უნდა გადაიჼადონ იმისთვის, რომ აჄვთ ყველაზე ჩირებული ეთერის გამოყენების პრივილეგია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. თაჩლითური „ჟურნალისჱიკა“ არ უნდა დაჯილდოვდეს, იქ უნდა ჹეწყდეს“, â€“ 📝 áƒŹáƒ”áƒ áƒĄ დონალდ ჱრამპი.

áƒȘნობისთვის, ალლ-იქ პრეზიდენჱი გულისჼმობს მედიისთვის დაწესებულ იმ ჯილდოს, რომლითაáƒȘ თავის დროზე ნიკა გვარამია და ზნობილი მედიაზონდერი თამარ კინწურაჹვილი დააჯილდოვეს.

🔮 áƒ’áƒáƒŁáƒ áƒ™áƒ•áƒ”áƒ•áƒ”áƒšáƒ˜áƒ რაქ გულისმობს ჱრამპი, მათ ჹეწყვეჱაჹი? თუ მათი დაჼურვა იგულისჼმება, მაჹინ საინჱერესოა როგორი იჄნება დასავლეთის რეაჄáƒȘიაჄ ამ áƒ€áƒáƒ„áƒąáƒ–áƒ”, როდესაáƒȘ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒšáƒ˜ პოლიáƒȘიელზე მოძალადე და კრიმინალი ჟურნალისჱების დაკავებასაáƒȘ კი მედიაზე ზეწოლად გვიáƒȘჼადებენ.

#ჱრამპი #მედია #დაპირისპირება

✍ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ˜áƒŹáƒ”áƒ áƒ”áƒ— |
Telegram | Facebook
👍9❀2✍2💯2đŸ€2
✅"áƒĄáƒŁáƒšáƒ˜áƒœáƒ€áƒ" მოგესალმებათ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ერთგულ მკითველს, მაყურებელს, გამომწერს. áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ—áƒáƒœ, აგვისჱოს თვესთან, დასვენების სეზონთან დაკავჹრებით, ჩვენი ჱელეგრამ-არჟიქ მუჹაობა 4 კვირის განმავლობაჹი გადაყვანილი იყო ე.჏. ლაით-რეჟიმჹი. ა჊არ კეთებოდა ჱრადიáƒȘიული "დჩის ჹეჯამებები" და იდებოდა ნაკლები მასალა არჼზე.

🔮ჼვალიდან, 26 აგვისჱოდან "áƒĄáƒŁáƒšáƒ˜áƒœáƒ€áƒáƒĄ" ჱელეგრამ-არჟი მეჱი დაჱვირთვით áƒ’áƒáƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ მუჹაობას, ჼოლო 1 áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ›áƒ‘áƒ áƒ˜áƒ“áƒáƒœ გადავალთ სრულ დაჱვირთვაზე და "დჩის ჹეჯამებებსაáƒȘ" ჹემოგთავაზებთ. იმედი áƒ’áƒ•áƒáƒ„áƒ•áƒĄ, ყველამ კარგად და ჹინაარსიანად დაისვენეთ. ისე კი, áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ˜, ზედმეჱად áƒȘჼელი გამოდგა და პოლიჱიკურადაáƒȘ მთლად "დასვენების სეზონი" არ გამოვიდჀა - არაერთი სიაჼლე ჹემოგვთავაზეს როგორáƒȘ áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒĄ ლიდერებმა, ასევე ჹიდა áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ პოლიჱიკის მთავარმა áƒ€áƒ˜áƒ’áƒŁáƒ áƒ”áƒ‘áƒ›áƒáƒȘ. "áƒĄáƒŁáƒšáƒ˜áƒœáƒ€áƒ" áƒšáƒ”áƒ«áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ“áƒáƒ’áƒ•áƒáƒ áƒáƒ“ მაინáƒȘ არ ჩამორჩა მოვლენებს და ძირითად ინჀორმაáƒȘიაქ მაინáƒȘ გაწვდიდით. მადლობა თჄვენáƒȘ ერთგულებისთვის. გისურვებთ ნაყოჀიერ აჼალ სამუჹაო წელს.

#áƒĄáƒŁáƒšáƒ˜áƒœáƒ€áƒ #áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ˜ #დასვენება #რეჟიმი

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
❀10👍10👏2đŸ„°1đŸ€1
đŸš·đŸ“șđŸ€Ą მაყურებლისგან დიდი ჼანია მასჼრად აგდებული ჱელეკომპანია "კავკასიის" ასევე მასჼრად აგდებული მეპაჱრონის და წამყვანის დავით áƒáƒ„áƒŁáƒ‘áƒáƒ áƒ“áƒ˜áƒáƒĄ არანაკლებ გამასჼარავებული áƒ“áƒ˜áƒ áƒ”áƒ„áƒąáƒáƒ -ჟურნალისჱი ნინო ჯანგირაჹვილი სოáƒȘიალურ áƒ„áƒĄáƒ”áƒšáƒšáƒ˜ მამუკა áƒ›áƒ“áƒ˜áƒœáƒáƒ áƒáƒ«áƒ˜áƒĄ áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ სამსაჼურის áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒáƒ“ წარდგენას ეჼმაურება.

📝 "აი, ვჀიჄრობ, რა უნდა მოჼდეს, რომ მამუკა áƒ›áƒ“áƒ˜áƒœáƒáƒ áƒáƒ«áƒ˜áƒĄ დანაჼვაზე და ჼსენებაზე ა჊არ გამეáƒȘინოს? ამოდენა ქუქიქ áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒáƒ“ წავიდა და მაინáƒȘ მეáƒȘინება. არ ვიáƒȘი, ალბათ ალლ-იქ პრეზიდენჱად უნდა იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს? რანაირად დავსერიოზულდე ამ კაáƒȘზე?" - წერს ჯანგირაჹვილი. áƒ«áƒ•áƒ˜áƒ áƒ€áƒáƒĄáƒ ჯანგირ, სამაგიეროდ, ჹენი და ჹენი áƒ„áƒ›áƒ áƒ˜áƒĄ დანაჼვაზე "სერიოზულდება" მთელი Ⴤართველი ერი და ეგ გეყოჀა "საამაყოდ". áƒȘალკე თემაა იქ, ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების პრეზიდენჱი რომ იმდენად "ჩმერთი" áƒ€áƒ˜áƒ’áƒŁáƒ áƒáƒ ამ სულელისთვის, მაგ პოსჱზე თუ ვინმე დაჯდება, იმ წამს "დაუსერიოზულდება". მაგაზე "უმაჩლესი მიჩწევა" áƒȘჼოვრებაჹი ვერ წარმოუდგენია, აჄუქ ჯანგირს.

#ჯანგირაჹვილი #მდინარაძე #ირონია #აჄუ

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
đŸ€Ą8đŸ€ź4👎3👍1
đŸ‡źđŸ‡±áƒ˜áƒĄáƒ áƒáƒ”áƒšáƒ›áƒ ჩაზაჹი ნასერის áƒĄáƒáƒáƒ•áƒáƒ“áƒ›áƒ§áƒáƒ€áƒáƒ–áƒ” განმეორებითი ავია იერიჹი მაჹინ მიიჱანა, როდესაáƒȘ იჄ მაჹველებთან ერთად ჟურნალისჱები პირველი დაბომბვის ჹედეგად დაჼოáƒȘილთა გამოსაყვანად და დაჭრილთა საჹველად ჹევიდნენ. ამ ბარბაროსულ აჄჹქ ჼუთი ჟურნალისჱის ქიáƒȘოáƒȘჼლე ემსჼვერპლა.

🔮როგორáƒȘ საერთაჹორისო მედია იუწყება, დაჩუპულთაგან ორი სააგენჱო "როიჱერის" ჟურნალისჱია, ორი ჱელეკომპანია "ალ ჯაზირას" თანამჹრომელი, ჼოლო ერთი "ასოჹეიჱედ პრესთან" მოთანამჹრომლე áƒ€áƒ áƒ˜áƒšáƒáƒœáƒĄáƒ”áƒ áƒ˜. საერთო ჯამჹი, ოáƒȘი ადამიანი დაიჩუპა. მათგან უმეჱესობა მჹვიდობიანი მოჄალაჄეა. ჟურნალისჱები და áƒ€áƒáƒąáƒáƒ’áƒ áƒáƒ€áƒ”áƒ‘áƒ˜ არიან დაჹავებულთა ჹორისაáƒȘ.

#ისრაელი #ჩაზა #áƒĄáƒáƒáƒ•áƒáƒ“áƒ›áƒ§áƒáƒ€áƒ #დაბომბვა

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
đŸ€Ź5😈2😡2
❌წლევანდელი áƒ–áƒáƒ€áƒźáƒŁáƒšáƒ˜, რაჱომჩაáƒȘ, მძიმე, ჱრაგიკული ავჱოავარიების სიმრავლით იყო áƒ’áƒáƒ›áƒáƒ áƒ©áƒ”áƒŁáƒšáƒ˜. ამჯერად, მძიმე ავარია სამáƒȘჼე-ჯავაჼეთის რეგიონჹი მოჼდა. ადგილობრივი მედიასაჹუალების, "სამჼრეთის კარიბჭის" áƒȘნობით, მართვა დაკარგული ავჱომობილი გზიდან გადავარდა და ჼეს ჹეეჯაჼა.

სამწუჼაროდ, ავჱომობილჹი მყოჀი ერთი ადამიანი ადგილზევე დაიჩუპა. მეორე აჼალგაზრდა მამაკაáƒȘი კი, ჼერჼემლის მძიმე დაზიანებით, ჯერ áƒáƒźáƒáƒšáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ˜áƒĄ áƒĄáƒáƒáƒ•áƒáƒ“áƒ›áƒ§áƒáƒ€áƒáƒšáƒ˜, მოგვიანებით კი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაჹი გადაიყვანეს. ჹინაგან áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱროს áƒȘნობით, მომჼდარეზე áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ” ჹესაბამისი მუჼლით ა჊იძრა.

#ავარია #áƒáƒĄáƒžáƒ˜áƒœáƒ«áƒ #áƒáƒźáƒáƒšáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ˜ #მსჼვერპლი

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
😱4🙏4😭2
🇾🇯đŸ‡ș🇩ნორვეგიის პრემიერ-მინისჱრის იონას გარ სჱორეს განáƒȘჼადებით, ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების ნებისმიერი პოზიáƒȘიიქ მიუჼედავად, ნორვეგია მაინáƒȘ áƒ’áƒáƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ უკრაინის დაჼმარებას რუსეთის წინააჩმდეგ უთანასწორო ომჹი.

,,ნორვეგია áƒ’áƒáƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ უკრაინის დაჼმარებას და 2025-2026 წლებჹი 8.45 მილიარდ ალლ დოლარს áƒ’áƒáƒ›áƒáƒŁáƒ§áƒáƒ€áƒĄ. უკრაინის áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ყველაზე áƒ”áƒ€áƒ”áƒ„áƒąáƒŁáƒ áƒ˜ გარანჱია მისი თავდაáƒȘვისუნარიანობის გაძლიერებაა. ჼელს ჹევუწყობთ Patriot-იქ ორი სისჱემის მიწოდებას, რომელთა áƒ—áƒáƒœáƒáƒ“áƒáƒ€áƒ˜áƒœáƒáƒœáƒĄáƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒáƒȘ ვაჼორáƒȘიელებთ. გავაკეთებთ áƒ§áƒ•áƒ”áƒšáƒáƒ€áƒ”áƒ áƒĄ, რაáƒȘ áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ძალებლია, რათა დაგეჼმაროთ თავის დაáƒȘვაჹი” – ამის ჹესაჼებ ნორვეგიის პრემიერ-მინისჱრმა, იონას გარ სჱორემ კიევჹი პრეზიდენჱ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიჱისას, ერთობლივ áƒžáƒ áƒ”áƒĄáƒ™áƒáƒœáƒ€áƒ”áƒ áƒ”áƒœáƒȘიაზე განაáƒȘჼადა.

#ნორვეგია #უკრაინა #თავდაáƒȘვა #დაჼმარება

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
👎5đŸ€Ź5đŸ€š2
❗უკრაინის საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგას, პიჱერ სიიარჱოს სიჱყვიერად დაუპირისპირდა. იქ გამოეჼმაურა უნგრეთს საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრის მიმართვას უკრაინის პრეზიდენჱის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი და სიიარჱოს მოუწოდა, უკრაინის პრეზიდენჱს თავი დაანებოს და უნგრეთს ისე მიჼედოს. áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ” ეჼება სიიარჱოს განáƒȘჼადებას იმის ჹესაჼებ, რომ ნავთობსადენ "დრუჟბაზე" უკრაინის მჼრიდან თავდასჼმა, საიდანაáƒȘ ნავთობი რუსეთიდან უნგრეთს მიეწოდება, მისი áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ ენერგეჱიკულ áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒáƒĄ პრობლემებს áƒŁáƒ„áƒ›áƒœáƒ˜áƒĄ და ეს მნიჹვნელოვნად განაპირობებს უნგრეთის áƒŁáƒáƒ áƒ§áƒáƒ€áƒ˜áƒ— პოზიáƒȘვიას უკრაინის ევროკავჹირჹი გაწევრიანების საკითჼის მიმართ.

❕,,უკრაინის პრეზიდენჱს არ სჭირდება თჄვენგან იმის მითითება, რა უნდა გააკეთოს, ან áƒ—áƒ„áƒ•áƒáƒĄ და როდის. იქ უკრაინის პრეზიდენჱია და არა უნგრეთის. რაáƒȘ ჹეეჼება უნგრეთის ენერგეჱიკულ áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒáƒĄ, იქ áƒ—áƒ„áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ჼელჹია. მოაჼდინეთ áƒ“áƒ˜áƒ•áƒ”áƒ áƒĄáƒ˜áƒ€áƒ˜áƒ™áƒáƒȘია და გაჼდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, ისევე როგორáƒȘ დანარჩენი ევროპა“ – წერს სიბიგა.

#უკრაინა #უნგრეთი #ნავთობი #დაპირისპირება

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
đŸ€Ą4😁3đŸ€Ł3❀2
✅đŸ‡șđŸ‡Čამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების პრეზიდენჱის, დონალდ ჱრამ;პის აზრით, ამერიკის áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ დროჹის დაწვა სერიოზული დანაჹაულია და ამას არ ლეიძლება სიჱყვის áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ ეწოდოს. ჱრამპმა ჼელი მოაწერა აჩმასრულებელ áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒœáƒ”áƒ‘áƒáƒĄ, რომელიáƒȘ იმ პირების მიმართ, რომლებიáƒȘ ალლ-იქ დროჹას დაწვავენ, პაჱიმრობას ითვალისწინებს.

„დროჹებს მთელი áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ მასჹჱაბით წვავენ. ალლ-იქ დროჹებს მთელ áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒšáƒ˜ წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, 5 ჼმით 4-იქ წინააჩმდეგ, ამას სიჱყვის áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ უწოდა. როდესაáƒȘ ამერიკის დროჹას წვავენ, ეს ისეთი დონის არეულობას იწვევს, რომელიáƒȘ აჄამდე არასდროს გვინაჼავს“ – განაáƒȘჼადა დონალდ ჱრამპმა.
აჩმასრულებელი áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒœáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ თანაჼმად, ალლ-იქ დროჹის დაწვის ჹემთჼვევებს გენერალური პროკურორი, პემ ბონდი განიჼილავს.

#ჱრმპი #დროჹა #áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ”áƒ‘áƒ #პაჱიმრობა

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
👍8đŸ€”2🌚2❀1
❓გარდაბანჹი პოლიáƒȘიამ კაáƒȘი ძალიან უáƒȘნაური დანაჹაულის áƒ©áƒáƒ“áƒ”áƒ˜áƒœáƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ დააკავა. წყაროს ინჀორმაáƒȘიით, მან საკუთარი áƒȘოლის ინჱიმური ჼასიათის áƒ€áƒáƒąáƒáƒ”áƒ‘áƒ˜, მისგან დაუკითჼავად, სჼვადასჼვა დაინჱერესებულ მამაკაáƒȘებს ინჱერნეჱის საჹუალებით მიყიდა. ლქქ ამ ადამიანის დაკავებას ადასჱურებს და ასევე ადასჱურბს დანაჹაულის ჼასიათს - სჼვა პირისი ინჱიმური áƒ€áƒáƒąáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გავრáƒȘელებას, თუმáƒȘა, აიჩო თუ არა ამაჹი მან áƒ€áƒŁáƒšáƒ˜, ამას არ ადასჱურებენ.

🔮"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისჱოს დასაწყისჹი, გარდაბანჹი მáƒȘჼოვრებმა უáƒȘჼო áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ მოჄალაჄემ, უკანონოდ გაავრáƒȘელა მეუჩლის ინჱიმური ჼასიათის áƒ€áƒáƒąáƒáƒĄáƒŁáƒ áƒáƒ—áƒ”áƒ‘áƒ˜. ბრალდებული 24 აგვისჱოს დააკავეს. მას ბრალდება სისჼლის სამართლის áƒ™áƒáƒ“áƒ”áƒ„áƒĄáƒ˜áƒĄ 157 პრიმა მუჼლის მეორე ნაწილით (პირადი áƒȘჼოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრáƒȘელება) წარედგინა, რაáƒȘ სასჯელის საჼედ და ზომად 8 წლამდე áƒ—áƒáƒ•áƒ˜áƒĄáƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ აჩკვეთას ითვალისწინებს. პროკურაჱურა ბრალდებულის მიმართ აჩკვეთის áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საჼით პაჱიმრობის გამოყენების ჹუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაჹი მიმართავს. áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პროკურაჱურა, ანალოგიური დანაჹაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაáƒȘრ სისჼლისსამართლებრივ პოლიჱიკას აჱარებს”- განაáƒȘჼადეს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პროკურაჱურაჹი.

#áƒ€áƒáƒąáƒáƒ”áƒ‘áƒ˜ #ინჱიმი #პირადიáƒȘჼოვრება #დაკავება

✍ გამოიწერეთ | Telegram | Facebook
đŸ˜±6👀3🌚2❀1
2025/08/26 03:05:21
Back to Top
HTML Embed Code: