Telegram Group Search
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
2🤬2
25 აგვისტოს განრიგი.
5🔥4👍2🤬1
ყოველდღიური ამბავი


270-ე დღეს რუსთაველზე ტრადიციულ აქციასუკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოლიდარობის მარშით შეუერთდნენ.დღევანდელ მარშზე მთავარი ფერები ყვითელი და ცისფერია. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.
 
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან იკრიბნენ, რის შემდეგაც  მარში გამართეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები. უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს აქციის მონაწილეებმა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად უკრაინის  გიგანტური დროშა გაშალეს და  ავტომანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ბათუმშიც.  
 
2022 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა ჩვენს მოძმე ერზე, უკრაინაზე, ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა უკრაინელ ხალხს თანადგომა და სოლიდარობა.  კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოში მყოფი რუსული მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენ, ქართველი ხალხი, ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. გამარჯვება უკრაინას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
 
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ბათუმიდან. მოძრაობა „ბათუმი უკრაინისთვის“ - ორგანიზებით ავტომანქანებით მსვლელობა უკვე გაიმართა ბათუმის აეროპორტიდან, ბულვარში ანბანის კოშკამდე. ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ მარშს პროევროპული აქციის მონაწილეებმაც გამართეს.
 
ციხიდან გამოგზავნილი წერილები სინდისის  პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს ქუთაისის პარკებსა და ბაზრებში დაარიგეს.  შემდეგი გაჩერება- სამტრედია.
მეშვიდე საათია რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. დასკვნითს ამბობს დაცვის მხარე. ბოლო ადვოკატი რომელიც დღეს დასკვნით სიტყვას ამბობს შოთა თუთბერიძეა. ნაწყვეტი მისი სიტყვიდან:

„ჩვენ ვასამართლებთ თავისუფალ ადამიანებს, თავისუფალ თაობას, რომელსაც, დემოკრატიისა და ქვეყნის დასაცავად ორგანიზატორი არ სჭირდებათ

შევხედოთ ერთ-ერთი ბრალდებულის ბლოკნოტს, მისი დათვალიერების ოქმს. ამ ოქმში ბლოკნოტის რამდენიმე ფურცლის ასლია მოცემული. იგი შედგება ლექციების ცხრილისგან, და სამომავლო გეგმებისგან, სადაც უწერიათ, რომ უნდა იმუშაონ ქველმოქმედების, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ამ ღირებულების ადამიანები არიან ისინი

ეს თაობა არის თაობა, რომელზეც ჩემი წინა თაობა ოცნებობდა, მათ არ უნახავთ ქრთამის მიცემა, ძველბიჭობა, პოლიციის ცემა, ჩადება და აადამიანები, რომლებიც ასეთი შვილის ყოლაზე ოცნებოდნენ, თავად აკეთებენ ამას და აბრუნებენ მათ ჭაობში და ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომელთაც ეს თავად გამოცდილი აქვთ. ამ ადამიანებს ციხეში ჩასმით ვერ გამოასწორებთ. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, იქიდან გააგრძელებენ ბრძოლას. წაიკითხეთ მათი ჩანაწერები მათი ფეისბუქები ნახეთ. გაიგეთ რა ადამიანები არიან, რა ღირებულებებისთვის იყვნენ რუსთაველზე და რის გამო სხედან ახლა ციხეში".

წყარო: Khalibeg Magamedovi
2
26 აგვისტოს, 11:00 საათზე, სინდისის 11 პატიმრის პროცესი გაიმართება. დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
1
რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 271-ე დღეს გადაიკეტა
6❤‍🔥2🔥2🤬1
26 აგვისტოს განრიგი.
🔥3🤬31❤‍🔥1
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 სინდისის პატიმრის   საქმეზე  გიორგი გორგაძის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა თქვა:   „ლევან ბასილაძემ, რომელიც, როგორც პროცესზე გაირკვა, „ქართული ოცნების" რეგიონული თავმჯდომარის შვილი გახლდათ, დაათვალიერა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, გიორგი გორგაძე ისვრის „სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით“. თუმცა, ამ კადრში სპეცდანიშნულების რაზმი საერთოდ არ ჩანს. ბასილაძის ეს დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნამდე გაკეთებული, ცხადია, მისი სიახლოვით არის განპირობებული რეჟიმთან და მისი საფუძველი მამამისის კეთილდღეობა უფროა, ვიდრე სიმართლის დადგენის სურვილი“
 
8 პირის საქმეზე  ბრალდებულების, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატის, ნინო ლომინაძის დასკვნითი სიტყვა: „მე ვერ მოვისმინე კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებაში, რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა, რომელმა მიაყენა და მე ძალიან მაინტერესებს, ბატონო მოსამართლევ, მოქალაქეობრივად და როგორც სამართალმცოდნეს, რომ რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა, 9 თვეა ვისმენთ ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვას და ვერ მივხვდი და ვერ ვიხილე, რა ზიანზეა საუბარი.  თორნიკე გოშაძემ რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა და ირაკლი მიმინოშვილმა რომელ დაზარალებულს რა ზიანი მიაყენა. ანუ სად გვაქვს თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის ქმედება და სად გვაქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ზიანთან მიმართებაში, ასევე მათი ერთიანი განზრახვა, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს რაიმე ქმედება“, - მიმართა ადვოკატმა სასამართლოს.
 
 
მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე სასამართლომ ცნოს უდანაშაულოდ, რადგანაც აღნიშნულს [ბრალად წარდგენილ ქმედებას] არ ჰქონია ადგილი , - აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატმა ნინო ლომიძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა. ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე აქციაზე დაკავებულ რვა პირთა შორის არიან, რომელთაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ადვოკატის მტკიცებით, სინდისის პატიმრების 9 თვეა სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში, პროკურატურამ ირიბი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა იმის შესახებ, რომ ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე და სხვა დაკავებულები ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ.
 
სინდისის პატიმრის ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე დასკვნით სიტვაზე თქვა:„ვიდეოჩანაწერში რაც კი ისმის, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება გეგმის შემუშავებად, როლების განაწილებად. ვიდეო ჩანაწერიდან, რაც გვესმის რომც ჩავთვალოთ რომ ნამდვილად ვასილი საუბრობს და ავთენტურია - რას იძლევა ცალკე აღებული, რომ უკმაყოფილო ადამიანი საუბრობს? მეტი რა იყო ამ ვიდეოში რასაც მოუსმინეთ ბატონო მოსამართლე? ეს როგორ შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს რაიმეს დაგეგმვად?“, - ამბობს ადვოკატი.
 
ვასილ კაძელაშვილი არის უდანაშაულო და მას არანაირი ბრალი არ ჩაუდენია, - . აცხადებს რევაზ აჭარაძე. ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
 
8 პარტია 13 სექტემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტისკენ მსვლელობას აანონსებს. მსვლელობის თემა 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტია.  მათ განცხადებაში ნათქვამია: „31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად, რომლის რუსული ბუნებაც თვისებრივად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების იდეასთან. მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
 
 
ყოველდღიური ამბავი


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. უწყვეტი პროტესტის 271- ე დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს.დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები
 
უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია ზუგდიში. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები
 
პროტესტის 271-ე დღე ბათუმში .საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილების მოთხოვნა კვლავ იგივეა - სინდისის პატიმრებიის  გათავისუფლება და ახალი არჩევნები.  
 
საპროტესტო აქცია გაიმართა გორში, სადაც ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად,  მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ. „ისინი აქ როგორც მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“, – განაცხადა დავით რაზმაძემ ამერიკული გაზეთის სტატიის მიხედვით. თავად რაზმაძემ გაზეთი ცილისწამებაში დაადანაშაულა. ნიუ იორკ თაიმსმა კვლავ განაცხადა, რომ მათ რაზმაძის ციტატა საზოგადოებას ზუსტად წარუდგინეს. აქტივისტებმა გააპროტესტეს რაზმაძის განცხადება და მხარდაჭერა გამოუცხადეს გორის უწყევტი აქციის მონაწილეებს. გორში საპროტესტო აქციები ევროპული კურსის მხარდასაჭერად გასული წლის ბოლოდან უწყევტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
"მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ. მინდა გითხრათ, რომ, თქვენ ჩემ გვერდით დგახართ და მე თქვენ გვერდით ვდგავარ ჩემს და თქვენს ქრისტესთან ერთად. და ჩვენ, ყველა ერთად, ვინც ნათელ მხარეს ვართ, ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს სადარაჯოზე, არამედ წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოსი. გაერთიანდით, გაძლიერდით და დაიცავით ჩვენი დიდებული საქართველო. მადლობა, რომ ასეთი გონიერები და უშიშრები ხართ. მე თქვენი აღმოჩენით საქართველოს უდრეკი სული აღმოვაჩინე და ასეთი გახარებული არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვყოფილვარ. საქართველო ცოცხალია.დიდება საქართველოს!დიდება უკრაინას!დიდება ქართველ და უკრაინელ გმირ ხალხს! ჩვენ გამარჯვებულები ვართ" | წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში
 
"Amnesty International-მა ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარის დასკვნით სიტყვამდე რამდენიმე საათით ადრე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამნესთი დასკვნაში წერს, რომ:  ა.ჭიჭინაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლით სახეზეა მთლიანი სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენების ფაქტი. წარდგენილი ბრალი არის დაუსაბუთებელი. არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.  ანდრო ჭიჭინაძეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში სხვა ბრალდებულებთან არაფერი აკავშირებს.  არ არსებობს მტკიცებულება რომ ანდრო ჭიჭინაძის მოქმედებით ვინმეს ზიანი მიადგა ან საფრთხე შეექმნა. მმართველი პოლიტიკური პარტიის (ქართული ოცნება) მაღალი თანამდებობის პირების მიერ ანდრო ჭიჭინაძის მისამართით 8 თვის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს არის ის მცირედი ჩამონათვალი, რომელზედაც საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ დასკვნაში წერს" | წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი და Amnesty International-ის დასკვნიდან ამონარიდებს აქვეყნებს
 
"მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ სინდისის პატიმრები სხდომათა დარბაზიდან" - ამ სიტყვებით მიმართეს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილს, დღევანდელ პროცესზე, 8 სინდისი პატიმრის  ადვოკატებმა.  დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. აქციის რვა მონაწილეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა ყველა ადვოკატი, დღეს, დასკვნით სიტყვაში მიუთითებს, რომ გამოძიებას არ აქვს არცერთი პირდაპირი სამხილი, რომელიც ბრალდებულების დანაშაულს დაადასტურებს.  ვეფხია კასრაძის ადვოკატის გოგა სამუშაიას განცხადებით, საქმეში 2-წუთიანი ამოჭრილი კადრი დევს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას არ შეიცავს.
 
დასკვნითი სიტყვა თქვეს სინდისი პატიმრის ვეფხია კასრაძის ადვოკატებმა.ადვოკატმა კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს ერთი არგუმენტი არ მოუსმენია, რატომ მიიჩნევა ვეფხია კასრაძე დამნაშავედ  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.ადვოკატის პოზიციით, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ცხადი არ ყოფილა არც მისთვის და არც კასრაძისთვის, თუ რას ედავება მას პროკურატურა. კოჟორიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებამ ვერ დაასახელა ერთი ადამიანის სახელიც კი, ვინც ვეფხია კასრაძის მიერ ორგანიზებული „ჯგუფის“ წევრი იყო, ასევე ვერ დაასახელა, რა შედეგი მოჰყვა ქმედებას, რომელიც თითქოსდა კასრაძემ დააორგანიზა.  „ვერ ვნახეთ ვერც ერთი მტკიცებულება, ვერც ერთი არგუმენტი, თუ რატომ მიიჩნევენ ვეფხია კასრაძეს დამნაშავედ.შესაბამისად, მიწევს არარსებულ მტკიცებულებებზე, არარსებულ გარემოებებზე საუბარი და რამდენადაც არ უნდა ვაჯამოთ, ნული, იმიტომ, რომ ნული არის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამდენადაც არ უნდა გავამრავლოთ და ვაჯამოთ ნული, ნულს ნული მივუმატოთ ან გავამრავლოთ ნულზე, ყოველთვის ნულად დარჩება.მეორე კითხვა, რაზეც იმთავითვე პასუხს ვითხოვდი, იყო, რომ ვეფხიამ რომ რაღაცა ქმედება დააორგანიზა ვითომ, ამ დაორგანიზებულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვა? მოჰყვა თუ არა ის ქმედება, რაც 225-ე მუხლშია აღწერილი? ამ კითხვაზეც ვერ მოვისმინეთ პასუხი“, - თქვა კახა კოჟორიძემ.
 
სინდისის პატიმარი ინსაფ ალიევი  სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. გამოიძახიეს სასწრაფო დახმარების მანქანა.  ექიმების თქმით, ალიევს მაღალი წნევა ჰქონდა. ალიევის თქმით, მისი აღელვება მოჰყვა სხდომათა დარბაზში მისი  მცირეწლოვანი შვილის დანახვას.
 
ადვოკატი გიორგი ჩხაიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.აღნიშნული შუამდგომლობით მან მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიმართა. ჩეჩინის ბრალდების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. როგორც ადვოკატმა გიორგი ჩხაიძემ დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რუსეთის მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს, რადგანაც უდანაშაულოა. ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისივე განცხადებით, ანტონ ჩეჩინისგან ბიოლოგიური მასალა უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომ გადაიტანეს ნარკოტიკულ საშუალებაზე. როგორც მან აღნიშნა, საქმეში არ არსებობს ჩეჩინის ჩხრეკის ვიდეო და არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, ბრალდების მხარის მიერ ნეიტრალურ მოწმედ წარმოდგენილი თარჯიმანი შორენა ტაბატაძე კი, ასეთად ვერ ჩაითვლება.
 
სინდისის პატმრის ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ დასკვნით სიტყვა ამ სიტყვებით დაასრულა: „ბატონო მოსამართლე, გვსურს იცოდეთ, რომ ახალგაზრდა კაცის, ახალგაზრდა ოჯახის მომავალი თქვენს ხელშია. ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ანტონ ჩეჩინის მომავალი 8, 10 ,12 ან თუნდაც ბევრად მეტი წელი.  ასე სათქმელად მარტივია 8, 10 და 12, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს ადამიანის სიცოცხლის წლებია, იმ სიცოცხლის, რომელიც ღმერთმა ერთხელ გვარგუნა. გვსურს სასამართლოს შევახსენოთ, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე უდანაშაულო ადამიანის მრავალი წლით გისოსებს მიღმა გამოკეტვაა.  ანტონ ჩეჩინის თავისუფლება, მისი ჯანმრთელობა და მეტსაც გეტყვით, მისი სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია.  ბატონო მოსამართლე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თუკი სასამართლო მიუხედავად ყველაფრისა მიუსჯის სასჯელს უდანაშაულო კაცს, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის განაჩენი, სასამართლო ამ განაჩენით სასჯელს მიუსჯის უდანაშაულობას, კანონსა და სამართლიანობას.  
 
„მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა და საფუძველი, რათა უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამოიტანოთ ერთადერთი სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ იგი სხდომათა დარბაზიდან”, - აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის საქმეზე ადვოკატი გიორგი ჩხეიძე დასკვნით სიტყვა თქვა . მან საქმის გარემოებების აღწერამდე ანტონ ჩეჩინის პიროვნებაზე და მის მიმართ პოლიტიკურ ინტერესსზე ისაუბრა

ერთი რამ კი მინდა იცოდეს ანტონ ჩეჩინმა: „  როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესი, მე ვარ ამაყი, რომ ვარ ისეთი ადამიანის დამცველი როგორიც არის ანტონი და როგორც ეს პირველ სასამართლო პროცესზე აღვნიშნე ანტონ ჩეჩინი აუცილებლად მიაღწევს სამართალს და იპოვის სიმართლეს როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის მიღმა. თავისუფლება ანტონ ჩეჩინს!”, - თქვა გიორგი ჩხეიძემ.
 
სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილში წერს: „საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!" - ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი „საბჭოთა საქართველოში" არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?! ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინების ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის" პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან. ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან. გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები -„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!"
 
საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ნებისმიერ უარყოფით გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

დღევანდელ განცხადებაში ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე.

„უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა". - აღნიშნავენ NGO-ები და მუთითებენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდეს არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ის ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლეირებს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია:

შეწყდეს რეპრესიები,

გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები,

გაუქმდეს რეპრესიული კანონები,

დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა - დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა". - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
2🤬1
სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს ივანიშვილის მოსამართლე გიორგი არევაძემ 2025 წლის 22 აგვისტოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
🤬31🎉1
„30 აგვისტოს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკანა ეზოში. ერთად მოვითხოვოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება:

• რეპრესიული კანონების გაუქმება!
• პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
• ახალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები!”

- წერია აქციის აღწერაში
5👍2🤬1
27 აგვისტო, 13:00 საათი - სინდისის 8 პატიმრის და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა.
2🤬1
2025/08/26 20:22:25
Back to Top
HTML Embed Code: