Telegram Group & Telegram Channel
Media is too big
VIEW IN TELEGRAM
"დასავლეთის დაპირებები უკრაინის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა", - ზელენსკი

წლების განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს მოსახლეობას, რომ ნატოში ინტეგრაციის საკითხი არის უბრალოდ სატყუარა, ბლეფი, "სტაფილო ვირის თავზე" და ამ სიმართლის გაჟღერების გამო უამრავი უსამართლო თავდასხმის ობიექტი გავხდით.

ქართველებს უნდა გვესმოდეს, რომ თავიდანვე ნატო/ევროკავშირში საქართველოს მიღების საგანი იყო საქართველოს შიდა პროცესებზე ზემოქმედებისთვის წამოწყებული პროექტი.
34 წლიანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ოპერაცია დასავლური გავლენების შესაქმნელად.

გლობალური, საყოველთაო უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაპირების გარეშე, დასავლეთი უბრალოდ ვერ შეაღწევდა ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში.

თავის მხრივ, ქართველი ხალხის მუდმივ სიცრუეში და დაუმთავრებელ მოლოდინში გაჩერებას, საქართველოს ხელისუფლებები, უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფები, მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

რაში ჭირდებათ საქართველოს მოტყუება?

მარტივია, საკუთარი ნაციონალური ინტერესების გასატარებლად.
თუ საჭირო გახდება, რუსეთის შესაკავებლად, ჩინეთთან საკვანძო სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად და უამრავი სხვა სტრატეგიული ამოცანის გადასაჭრელად.
(რისთვისაც, მაგალითად, ტრამპს სჭირდება კანადა, გრენლანდია და პანამის არხი)

მავანი იკითხავს, თუ ასეთ საკვანძო ადგილზე მდებარეობს საქართველო, მაშინ, ბარემ მიგვიღონ, რაშია საჭირო ამდენი ფუჭი დაპირებები, "ღია კარები", "კანდიდატის სტატუსები", "მაპზე უკეთესები" და ა.შ.?!

იმაშია საჭირო, რომ რეალურად საქართველოს ინტეგრაცია გეოგრაფიული, სამხედრო და პოლიტიკური მიზეზთა გამო არ შეუძლიათ.
მათ მშვენივრად ესმით, რომ საქართველოს რეალური შესვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში რუსეთის ფედერაციასთან ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს.
და ამ ომში, საქართველოს გამო, ისინი არ ჩაებმებიან, პირველ რიგში იმიტომ, რომ შიდა მზაობა არ აქვთ, არც ერთ ამერიკელს, ან გერმანელს არ უნდა რუსთან ომი საქართველოს ტერიტორიაზე, მეტიც, საერთოდ ომი არ უნდათ, როგორც მოვლენა.
და მეორე, სამხრეთ კავკასიაში, გეოგრაფიული მდებარეობისა და გამარტივებული ლოჯისტიკის გამო,  რუსეთს ტოტალური სამხედრო უპირატესობა გააჩნია.

დასავლეთის გავლენა საქართველოზე ემყარება, ძირითადად ქართველების მენტალურ რწმენას მათდამი, მეტი არაფერს.

შეიძლება ითქვას, წინასწარ განწირულ პოლიტიკურ "ფრენდზონაში" ვიმყოფებით.
რის გამოც "ეჭვიანი" რუსეთის თავდასხმის ობიექტი ვხვდებით.

ტრამპის გამარჯვება უამრავ სხვა საკითხთან ერთად, იმითაც არის კარგი, რომ ძალიან მალე ამ კოლექტიურ ილუზიას ბოლო მოეღება, და ის უკანასკნელი ადამიანიც,  რომელიც დღემდე ევროატლანტიკურ, ვარდისფერ ბაბლშია ჩაფლული, გაახელს თვალებს.

იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში...

# გამოიწერეთ არხი
https://www.group-telegram.com/us/giorgikardava.com
👍914

group-telegram.com/giorgikardava/1621
Create:
Last Update:

BY გიორგი ქარდავა / Giorgi Kardava

Warning: Undefined variable $i in /var/www/group-telegram/post.php on line 260

Share with your friend now:
group-telegram.com/giorgikardava/1621

View MORE
Open in Telegram

Telegram | DID YOU KNOW?

Date: |

The regulator said it has been undertaking several campaigns to educate the investors to be vigilant while taking investment decisions based on stock tips. Stocks dropped on Friday afternoon, as gains made earlier in the day on hopes for diplomatic progress between Russia and Ukraine turned to losses. Technology stocks were hit particularly hard by higher bond yields. Founder Pavel Durov says tech is meant to set you free Lastly, the web previews of t.me links have been given a new look, adding chat backgrounds and design elements from the fully-features Telegram Web client. WhatsApp, a rival messaging platform, introduced some measures to counter disinformation when Covid-19 was first sweeping the world.
from us

Telegram გიორგი ქარდავა / Giorgi Kardava
FROM American